გარდა ამისა, სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული და მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი პატიმრობაში რჩება.
საბა სხვიტარიძის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სხვიტარიძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.
საბა სხვიტარიძე პატიმრობაშია 2024 წლის 5 დეკემბრის შემდეგ. მანამდე, 2024 წლის, 17 ნოემბერს, ის დროებით დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ედავებოდნენ გზის ხელოვნურად გადაკეტვას.
27 დეკემბრის სხდომაზე განიხილებოდა 17 ნოემბრის ეპიზოდიც და ასევე 5 დეკემბერს დაკავების ეპიზოდი, რომელშიც მას ედავებოდნენ ორი მუხლით: პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. მოსამართლემ ის ამ ეპიზოდებში სამართალდამრღვევად ცნო.
საბა სხვიტარიძე პატიმრობაში რჩება რუსთავის N6 ციხეში - მის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული საქმისწარმოების გარდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 28 იანვარს არის დანიშნული.
25 დეკემბერს სხვიტარიძის ფეისბუკზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.
- „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“.
- „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის ‘’ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო“.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი