ჩეჩნეთში, შალის რაიონის სოფელ ნოვიე ატაგიში, წუხელ მოკლეს ცნობილი პოლიტიკური ლიდერი, რიზვან ლორსანოვი. მისი მანქანა ნაღმზე აფეთქდა.
1995-96-ტ წლებში ლორსანოვმა რამდენიმეჯერ მოაწყო მოლაპარაკება მოსკოვსა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებს შორის. 96-ი წლის აგვისტოში სწორედ ლორსანოვის სახლში გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის, ალექსანდრ ლებედის შეხვედრა ჩეჩნეთის იმჟამინდელ პრეზიდენტთან, ზელიმხან იანდარბიევთან.
ბოლო ხანს ლორსანოვი აქტიურად ცდილობდა, ხელი შეეწყო ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზებისთვის.