Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების იდეას მიუღებლად თვლის


თამარ ჩიქოვანი მთავრობის გადადგომის შემდეგ, 8 დეკემბერს პირველად გაიმართა ახალი მთავრობის სხდომა. პრეზიდენტი განსაკუთრებულ იმედებს მთავრობის ახალ "სახეებზე"

- შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებზე ამყარებს და კვლავ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს

8 დეკემბერს პრეზიდენტთან შეიკრიბა მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც ნოემბრის სახელისუფლებო კრიზისის დაძლევის "პროდუქტად" შეიძლება ჩაითვალოს. მთავრობის ახალ შემადგენლობას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს ვის მუშაობის დაწყება და ვის-მუშაობის გაგრძელება. ნოემბრის თვის ბიუჯეტის შესრულების მხრივ მდგომარება სავალალოა. გამორიცხული არ არის, ახდეს ამ კვირის დასაწყისში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განხილვისას ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წევრის დავით გამყრელიძის მიერ გამოთქმული პროგნოზი, რომ:

[დავით გამყრელიძე-ხმა] "ჩვენ ამ თვეს ან სეკვესტრი მოგვიწევს ან წელს დავამთავრებთ ძალიან სერიოზული გარღვევით. ამ თვეში გარღვევა დარჩენილია...დასაფინანსებელია 125 მილიონი, პრაქტიკულად, არც ერთ თვეს, თუ არ ჩავთვლით ბოლო თვეს, 54-55 მილიონზე მეტი არ დაფინანსებულა. ჩავთვალოთ, რომ 60 მილიონი დააფინანსოს ბატონმა ზურაბმა და ფინანსთა სამინისტრომ. რეალურად, მარტო ცენტრალურ ბიუჯეტში გარღვევა 125 მილიონი გვრჩება წლის ბოლოს."

8 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტი შევარდნაძე აღიარებს საგადასახადო სისტემის რეფორმირებისას დაშვებულ შეცდომებს და გაუგებრობად აფასებს საგანგებო ლეგიონის არსებობის ფაქტს. "კაცმა არ იცის, რას აკეთებს რეფორმების შედეგად შექმნილი ეს გრანდიოზული სტრუქტურა"-განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და საგადასახადო შემოსავლების მინისტრს ლევან ძნელაძეს ანტიკორუფციულ საბჭოსთან კონსულტაციებით დაავალა ამ სამსახურის საჭიროების დადგენა. სხვათაშორის, წელს, ზაფხულში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო ლეგიონის მიერ 201 წლის 6 თვეში ბიუჯეტში მობილიზებული იყო 4 მილიონ 762 ათასი ლარი, ხოლო თავად ლეგიონის დასაფინანსებლად დაიხარჯა 4 მილიონ 100 ათასი. ანტიკორუფციული საბჭოს დასკვნა ასე ჟღერდა-ან ლეგიონის ფუნქციონირების მექანიზმია არაქმედითუნარიანი, ან არაეფექტურია მასზე გაწეული ხარჯი. შეგახსენებთ-საგანგებო ლეგიონი საგადასახადო შემოსავლების მინისტრად მიხეილ მაჭავარიანის მუშაობისას შეიქმნა.

პრეზიდენტი კიდევ ერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით არ ეთანხმება თავისი ყოფილი თანაპარტიელების მოსაზრებას-შევარდნაძე არ ეთანხმება მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. მისი აზრით-ციტატა_"ამას კარგი არაფერი მოაქვს და ყველა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს" - ციტატის დასასრული. პრეზიდენტ შევარდნაძის განმარტებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადებას ნიშნავს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ისედაც რთულ მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG