Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო ვერტმფრენებმა დღეს ღაზის


ისრაელის სამხედრო ვერტმფრენებმა დღეს ღაზის სექტორში სარაკეტო დარტყმები მიაყენეს შენობებს, სადაც, სავარაუდოდ, პალესტინელთა უშიშროების სამსახურები იყო განლაგებული.

ისრაელის სამხედრო ვერტმფრენებმა დღეს ღაზის სექტორში სარაკეტო დარტყმები მიაყენეს შენობებს, სადაც, სავარაუდოდ, პალესტინელთა უშიშროების სამსახურები იყო განლაგებული.
დარტყმები მოჰყვა პასუხად ისრაელის არმიის ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენას პალესტინელთა მხრიდან. შესაძლო მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. გუშინ, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა 4 პალესტინელი და, სხვადასხვა მონაცემებით, დაიჭრა 40-დან 60-ც ადამიანამდე. ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა დააპატიმრეს ექსტრემისტული ორგანიზაციების, ”ჰამასისა” და ”ისლამური ჯიჰადის”, რამდენიმე აქტივისტი. რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი გუშინ ვაშინგტონში გაიხმეს კონსულტაციებისთვის. მისი მისია მიმდინარეობდა რეგიონში ძალადობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე: ორი კვირის მანძილზე მოკლულ იქნა დაახლოებით 40 ისრაელი და 60 პალესტინელი. ისრაელმა პრაქტიკულად შეწყვიტა ყოველგვარი კავშირი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან და სიცრუედ მიიჩნია მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს უკანასკნელ ხანებში 180 პალესტინელი ექსტრემისტის დაპატიმრების განკარგულება გაეცეს.
XS
SM
MD
LG