სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას განცხადებით, ორშაბათს საღამოს 18 საათიდან თბილისი ელექტროენერგიის უწყვეტ მომარაგებაზეა გადაყვანილი და ვითარება საქართველოს ენერგოსისტემაში ნორმალიზაციისკენ მიდის.
ჟურნალისტებთან ინტერვიუში მირცხულავამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს თბილისის ელექტრომომარაგება საქართველოს რეგიონების ჩაბნელების ხარჯზე ხდება. ორშაბათს, საღამოს 11 საათზე ქვეყნის ენერგოსისტემის სიმძლავრე 1364 მეგავატს შეადგენდა, ეს კი იმდენივეა, რაც 22 დეკემბერს “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 და მე-10 ენერგობლოკების ავარიამდე იყო, - აღნიშნა მან. ამასთან, მინისტრმა თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, ექნება თუ არა თბილისს ელექტროენერგიის 24 საათიანი მიწოდება. მისივე განცხადებით, რეგიონები ელექტროენერგიას გადახდის შესაბამისად მიიღებენ.