Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ უფრო იძაბება ურთიერთობა ორ


სულ უფრო იძაბება ურთიერთობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს: ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

სულ უფრო იძაბება ურთიერთობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს: ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
კონფლიქტის ზონაში, ქაშმირის პროვინციაში მდებარე სასაზღვრო რეგიონში, ორივე მხარემ დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა. ინდოეთი არასაკმარისად მიიჩნევს იმ ზომებს, რომლებიც პაკისტანმა ქაშმირის პროვინციაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ გაატარა. მიმდინარე კვირაში პაკისტანის ხელისუფლებამ ორგანიზაცია “ჯაიშ-ი-მოჰამადის” ხელმძღვანელი და რამდენიმე ათეული წევრი დააკავა. ამ ორგანიზაციას დელი ინდოეთის პარლამენტზე იერიშის მოწყობაში ადანაშაულებს. 13 დეკემბერს განხორციელებული ამ იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრის, ჯორჯ ფერნანდესის ცნობით, პაკისტანის საზღვარზე განთავსებულ იქნა რაკეტები. ინდოეთის პრესის თანახმად, 150 კილომეტრის რადიუსში მოქმედ რაკეტებზე შესაძლებელია ბირთვული ქობინების მოთავსება. პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა, გამოთქვა გაფრთხილება, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არის, საკადრისი პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესიას.
XS
SM
MD
LG