Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტმა, ვოისლავ კოშტუნიცამ დღეს


იუგოსლავიის პრეზიდენტმა, ვოისლავ კოშტუნიცამ დღეს განმეორებით გამოთქვა მზადყოფნა კოსოვოელ ეთნიკურ ალბანელთა ლიდერთან, იბრაჰიმ რუგოვასთან შესახვედრად და კოსოვოს მომავალზე მოსალაპარაკებლად.

იუგოსლავიის პრეზიდენტმა, ვოისლავ კოშტუნიცამ დღეს განმეორებით გამოთქვა მზადყოფნა კოსოვოელ ეთნიკურ ალბანელთა ლიდერთან, იბრაჰიმ რუგოვასთან შესახვედრად და კოსოვოს მომავალზე მოსალაპარაკებლად.
ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე კოშტუნიცამ რუგოვა მოიხსენია, როგორც კოსოვოელ ალბანელთა ნამდვილი ლიდერი და აღნიშნა, რომ რუგოვას უკვე შესთავაზა შეხვედრა, როდესაც შარშან ოქტომბერში იუგოსლავიის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. კოშტუნიცას თქმით, რუგოვასთან მოლაპარაკება არის საუკეთესო გზა სერბებისა და ეთნიკური ალბანელების ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად. ”გაეროს ადმინისტრაცია და ნატოს სამშვიდობო ჯარები კოსოვოში სამუდამოდ არ დარჩებიან, სერბები და ალბანელები დარჩებიანო”, დასძინა კოშტუნიცამ. იბრაჰიმ რუგოვას ზომიერი კურსის მომხრე ”კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ” გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 45 პროცენტი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG