კუბაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე გუანტანამოში ჩაიყვანეს ”ალ ყაიდისა” და თალიბების პირველი 20 სამხედრო ტყვე.
საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები მოინახულებენ გუანტანამოს, რათა დარწმუნდნენ, რომ ტყვეებს ჰუმანურად ექცევიან. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეიშნელმა” წუხილი გამოთქვა იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ შეპყრობილი მებრძოლები ბორკილებითა და თვალახველი გადაჰყავთ. ადამიანის უფლებათა დამცველებმა შეერთებულ შტატებს მოუწოდეს, დაიცვას საერთაშორისო ნორმები, რომლებიც კრძალავს ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობას. შეერთებული შტატების ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, გუანტანამოში ჩაატაროს ტყვეების დაკითხვა და ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, სასამართლოს გადასცეს ტერორიზმის ბრალდებით. შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 350 თალიბი და ”ალ ყაიდის” მებრძოლი აიყვანა ტყვედ.