Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქაბულში გაძლიერდა უშიშროების ზომები


დღეს ქაბულში გაძლიერდა უშიშროების ზომები და დაიწყო თალიბების და ”ალ ყაიდის” წევრთა ძიების ოპერაცია.

დღეს ქაბულში გაძლიერდა უშიშროების ზომები და დაიწყო თალიბების და ”ალ ყაიდის” წევრთა ძიების ოპერაცია.
როგორც ქალაქის მერმა, მოჰამად ტაჰერ პოპალმა განაცხადა, ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის განკარგულებით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტები შეიქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეძებენ თალიბებისა და ”ალ ყაიდის” მიერ მოწყობილ იარაღის სამალავებს. მერის თქმით, მოგვიანებით ოპერაცია გავრცელდება ავღანეთის სხვა რაიონებზეც.
XS
SM
MD
LG