Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ


ვაშინგტონი პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ პერლის გათავისუფლებას მოითხოვს.

ვაშინგტონი პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ პერლის გათავისუფლებას მოითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისმა ერთ-ერთ ამერიკული ტელეარხის საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, რომ პაკისტანის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან პერლის გასათავისუფლებლად. დენიელ პერლი გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტია. ის 11 დღის წინ სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩიში გაიტაცეს. მუსლიმანურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება ”პაკისტანის სუვერენობის აღდგენის ეროვნულმა მოძრაობამ” გაავრცელა რამდენიმე ელექტრონული წერილი შეპყრობილი პერლის სურათებით და მისი მოკვლის მუქარით. პაკისტანის პოლიციის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებით, მიმდინარეობს 12 ადამიანის დაკითხვა ჟურნალისტის გატაცების თაობაზე. მაგრამ პოლიციამ ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნო დენიელ პერლის კვალს კარაჩიში.
XS
SM
MD
LG