Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ ქაბულის დროებითი ადმინისტრაციის ლიდერთა დაგეგმილი ვიზიტი თეირანში პუშტუნი საველე მეთაურის, გულბუდინ ჰექმატიარის გაცემას არ ისახავს მიზნად.

აბდულა, ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური ჰამიდ კარზაი და კიდევ 5 სხვა მინისტრი კვირას ჩავლენ თეირანში ორდღიანი ვიზიტით. ავღანეთის რადიკალური პარტიის ”ჰეზბ-ი-ისლამის” დამაარსებელმა ჰექმატიარმა ირანში ნახა თავშესაფარი. მან განაცხადა, რომ მისი მეომრები, ავღანეთში მყოფ უცხო ჯარებთან საბრძოლველად არიან მზად. თუმცა, როგორც აბდულა აბდულა ამბობს, ქაბულის ურთიერთობა თეირანთან გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზეა დაფუძნებული, ვიდრე ჰექმატიარის პიროვნება.
XS
SM
MD
LG