Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს


ჟენევაში მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე.

ჟენევაში მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე.
ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბოლტონი, რუსეთისას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეორგი მამედოვი. მხარეები განიხილავენ რუსეთისა და ამერიკის ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ხელშეკრულების დეტალებს. მოსკოვი და ვაშინგტონი ცდილობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ მაისის ბოლომდე, როცა შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტი რუსეთში. ჯონ ბოლტონის თქმით, ჯერჯერობით მხარეებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ბირთვული იარაღის შემცირების სფეროში ურთიერთკონტროლის საკითხში. გასული წლის დეკემბერში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს სტრატეგიული ბირთვული ქობინების რიცხვის დაახლოებით ორი მესამედით შემცირების თაობაზე.
XS
SM
MD
LG