Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში შემავალმა ჩერნოგორიის


იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში შემავალმა ჩერნოგორიის სოციალისტურმა სახალხო პარტიამ დღეს უარყო კანონპროექტი გაეროს ტრიბუნალისათვის სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა გადაცემის შესახებ.

იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში შემავალმა ჩერნოგორიის სოციალისტურმა სახალხო პარტიამ დღეს უარყო კანონპროექტი გაეროს ტრიბუნალისათვის სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა გადაცემის შესახებ.
პარტიის ლიდერებმა კანონპროექტის ამჟამინდელ ვერსიას მიუღებელი უწოდეს და გამოვიდნენ მისი ისე შეცვლის მოწოდებით, რომ შესაძლებელი გახდეს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაცემა, თუ გაეროს ტრიბუნალს მათთვის უკვე წაყენებული აქვს ბრალდებები. შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს იუგოსლავიის მთავრობისაგან კანონპროექტის დამტკიცებას. რახან ბელგრადმა ეს მოთხოვნა 31 მარტამდე არ შეასრულა, ვაშინგტონს გაყინული აქვს მის დასახმარებლად გამოყოფილი 40 მილიონი დოლარი. იუგოსლავიის პრეზიდენტ ვოისლავ კოშტუნიცას განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება წინ უნდა უსწრებდეს 15 ეჭვმიტანილის ტრიბუნალისათვის გადაცემას. ეს პირები, როგორც ვარაუდობენ, სერბიაში იმალებიან.
XS
SM
MD
LG