დღეს რუსეთის სამხედრო შვეულმფრენებმა მედესანტეები გადასხეს კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარაში. სულ აჟარაში ჩაფრინდა 14 ვერტმფრენი, ასი სამხედრო მოსამსახურით და ტვირთით.
იქ გაფრინდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც, მისივე თქმით, სამშვიდობო ჯარის სარდალმა ალექსანდრე ევტეევმა პირობა მისცა, რომ კოდორის ხეობიდან დღესვე დაიწყება ამ ნაწილის უკან გაყვანა და დილამდე დასრულდება. წინაღმდეგ შემთხვევაში ქართული მხარე დააყენებს აფხაზეთში სამშვიდობო ჯარის ოპერაციის შეწყვეტის საკითხს, თქვა შევარდნაძემ.
შევარდნაძეს ამ ამბავთან დაკავშირებით ახსნა განმარტება არ მიუღია რუსეთის პრეზიდენტისგან.
საქართველოში მყოფმა რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის პასტუხოვმა თქვა, რომ ეს იყო სამშვიდობო ძალის სარდლობის უხეში შეცდომა, რადგან მან საქართველოს ხელისუფლებას და გაეროს წარმომადგენლებს არ შეატყობინა კოდორის ხეობაში დესანტის გადასხმის შესახებ.