ავღანეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო შენაერთები ყველა ღონეს ხმარობენ აღმოსავლეთ ავღანეთში დაპირისპირებულ ფრაქციებს შორის ბრძოლების შესაჩერებლად.
ამის შესახებ სამხედრო პრეს-მდივანმა ბრაიან ჰილფერტიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ მოქიშპე საველე მეთაურებს შორის შეტაკებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ჯერ კიდევ სუსტ დროებით მთავრობას. იქვე ჰილფერტიმ აღნიშნა, რომ საველე მეთაურებს შორის ბრძოლებისათვის წერტილის დასმა უმთავრესად ავღანეთის ხელმძღვანელობის მოვალეობაა. ხოლო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მთავარ ამოცანად ალ-ყაიდისა და თალიბანის ლიდერების შეპყრობა რჩება. ჰილფერტის თქმით, კვირის ბოლოს მოქიშპე დაჯგუფებებს შორის შეტაკებები გარდეზში მოხდა. როგორც იუწყებიან, გარდეზზე საველე მეთაურ ბაჯა ხან ზადრანის იერიშებმა ბოლო ორი დღის მანძილზე 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პაქტიის პროვინციის გუბერნატორმა, ტაჯ მოჰამად ვარდაკმა ბაჯა ხან ზადრანს მისცა 10-დღიანი ვადა მთავრობის მოთხოვნების შესასრულებლად და წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ზომებით დაიმუქრა.