Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისთვის სამი წელი სავსებით საკმარისია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისთვის სამი წელი სავსებით საკმარისია.
პრაიმ-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარეს კარგად ესმის ის ფინანსური თუ სხვა სახის სირთულეები, რომელიც ბაზების გატანის პროცესში შეიძლება წარმოიშვას. მაგრამ ეს რუსული მხარის სირთულეებიაო, დასძინა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, თავისი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა მოითხოვოს.
რუსეთი მოითხოვს, რომ ბაზების ლიკვიდაციის ვადა 10 წლით განისაზღვროს.
XS
SM
MD
LG