Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებაზე ღაზის სექტორში,

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებაზე ღაზის სექტორში,


სადაც ექსტრემისტული დაჯგუფების ”ჰამასის” ხელმძღვანელობასა აქვს დადებული ბინა. ისრაელის რადიოს ცნობით, სამხედრო სარდლობა მომხრეა შეზღუდული ოპერაციისა, რომელიც ტერორისტთა ობიექტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ისრაელის ჯარი და ჯავშანტექნიკა კვლავინდებურად ღაზის სექტორის საზღვართანაა კონცენტრირებული. ოპერაციის ჩატარება დაგეგმილია იმასთან დაკავშირებით, რომ თელ-ავივის მახლობლად ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ”ჰამასმა” აიღო თავის თავზე. ”ჰამასის” ლიდერმა, შეიხმა აჰმედ იასინმა განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება არ შეწყვეტს ტერორისტულ თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG