Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების მნიშვნელოვანი შემცირების თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების მნიშვნელოვანი შემცირების თაობაზე.
პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მუშაობით. პრეზიდენტის თქმით, მხარეთა მიერ შემუშავებული დოკუმენტი ერთ-ერთი უმთავრესი იქნება იმ შეთანხმებებს შორის, რომლებსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოსკოვ-ვაშინგტონის მოახლოებულ სამიტზე გააფორმებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეთანხმება ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “ეს შეთანხმება ბოლოს მოუღებს ცივი ომის მემკვიდრეობას. როცა რუსეთში მე და პრეზიდენტი პუტინი ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ჩვენ სათავეს დავუდებთ ახალ ხანას შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში.” ბუშისა და პუტინის შეხვედრა 23-26 მაისს მოსკოვში გაიმართება.
XS
SM
MD
LG