Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი არ გაიყვანს თავის ჯარს


პაკისტანი არ გაიყვანს თავის ჯარს ქაშმირის საზღვრისპირა რაიონებიდან,

პაკისტანი არ გაიყვანს თავის ჯარს ქაშმირის საზღვრისპირა რაიონებიდან,
ვიდრე იგივეს არ გააკეთებს ინდოეთი - განაცხადა დღეს პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა. ტელეკომპანია ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში მუშარაფმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ინდოეთი და პაკისტანი, ქაშმირის გამო, ”ძალზედ ახლოს” იყვნენ ახალი ომის დაწყებასთან. მუშარაფმა დასძინა ამასთანავე, რომ ვითარება საზღვარზე, კვლავაც დაძაბულია. საზღვრისპირა ზოლში, ორივე მხრიდან, მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. იქ, თითქმის არ წყდება სროლის ხმა. დელიმ და ისლამაბადმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. პაკისტანმა ივალდებულა – ბოლო მოუღოს ქაშმირელ სეპარატისთა რეიდებს ინდოეთის ტერიტორიაზე, ხოლო ინდოეთმა თავისი საბრძოლო ხომალდები გაიყვანა არაბეთის ზღვიდან და გააუქმა ინდოეთის საჰაერო სივრცეში პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის ფრენებზე დაწესებული აკრძალვა.
XS
SM
MD
LG