წყალდიდობა, აურაცხელი ზარალი რომი მიაყენა უკვე პრაღასა და დრეზდენს, ამჯერად ცენტრალურ გერმანიას ემუქრება,
სადაც 19 ადამიანია დაღუპული, ხოლო მდინარე ელბაში წყლის დონის მომატებას მოელიან. ქალაქი ვიტენბერგი წყალმა დაფარა მთლიანად მას შემდეგ, რაც დღეს, გამთენიისას, ნაკადმა შვიდი ჯებირი გაარღვია. ბუდაპეშტში, ადიდებულმა დუნაიმ რეკორდულ დონეს მიაღწია, მაგრამ სახელდახელოდ აღმართული ჯებირები არ დაუზიანებია. კოკისპირულმა წვიმებმა ახალი წყალდიდობა გამოიწვია ავსტრიის სოფლებში ქალაქ ზალსბურგის დასავლეთით. ამასობაში, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია დღეს აღდგენითი სამუშაოებისათვის დამატებითი ფონდების გამოსაყოფად. ევროკომისიის თავმჯდომარემ ტორსტენ მიუნხმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთს, მაქსიმალურ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს ევროკავშირი.