პალესტინელთა ფრაქციები ღაზაში შეხვდნენ უშიშროების უწყების ხელმძღვანელს, აბდელ რაზეკ იეჰიეჰის.
იეჰიეჰიმ გასამხედროებული და ნაციონალისტური დაჯგუფებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ისრაელის გეგმა, პალესტინელთა ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციების მასშტაბის შემცირების შესახებ. მას შეხვედრის დაწყებამდე არ გაუკეთებია კომენტარი განსახილველი თემების შესახებ. მაგრამ პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, იეჰიეჰი აპირებდა გასამხედროებული დაჯგუფებების ”ჰამასისა” და ”ისლამური ჯიჰადის” დაყოლიებას ისრაელში თავდასხმების შეწყვეტაზე. ასევე ახლო აღმოსავლეთიდან მოსული ინფორმაციით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ კალკილიაში ისრაელის ჯარებმა დააპატიმრეს ჰამასის ადგილობრივი ლიდერი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა პალესტინელი ქალი. გარდა ამისა, ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებაში ეჭვმიტანის საფუძველზე დააპატიმრეს ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი. მღვდელი ისრაელის ეროვნებით არაბი მოქალაქეა.