Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში


პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ სამი ძებნილი დააკავეს.

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ სამი ძებნილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 31 აგვისტოს ღამით სოფელ ჯოყოლოში დაკავებულ იქნა დეზერტირობისთვის ძებნილი, 21 წლის აბუ აჭიაშვილი, ხოლო 1 სექტემბერს - 56 წლის ჯაფარ გაორგაშვილი, რომელიც 1998 წლიდან ქურდობისთვის იძებნებოდა. გუშინვე დააკავეს საქონლის ქურდობისთვის ძებნილი, სოფელ ალავერდში მცხოვრები 31 წლის ავთანდილ დავიდოვი.
გასულ კვირაში დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში დაკავებულ იქნა კიდევ რამდენიმე დამნაშავე, რომელთა შორის ერთი უცხოელია: საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი ქალედ ოლდალი.
XS
SM
MD
LG