Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დასრულებული


სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დასრულებული დედამიწის სამიტის წევრებმა მიიღეს დასკვნითი დეკლარაცია,

სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დასრულებული დედამიწის სამიტის წევრებმა მიიღეს დასკვნითი დეკლარაცია,
რომელშიც საუბარია ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რატიფიცირებულ იქნეს კიოტოს ოქმი ატმოსფეროში სამრეწველო გაზების ემისიის შემცირების შესახებ. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა იოჰანებსურგის სამიტს წარმატებული უწოდა. [ანანის ხმა] ”ვერ მივაღწიეთ ყველაფერს, რის მიღწევაც გვსურდა იოჰანესბურგში, მაგრამ, ჩემის აზრით, წარმატება მოვიპოვეთ და მე შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ გვჭირდება განვითარებასა და გარემოს შორის ფაქიზი წონასწორობის დაცვა”, თქვა გენერალურმა მდივანმა. დღესვე გარემოს დამცველებმა სიმბოლურად დატოვეს სამიტი იმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომ, მათი აზრით, სამიტზე ვერ მოხერხდა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დედამიწაზე სიღატაკის დასაძლევად. მეპროტესტეებმა რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში შეერთებული შტატების ღვაწლზე საუბრობდა. გარემოს დამცველები შეერთებულ შტატებს ბრალს სდებენ ეკონომიკური განვითარების შესახებ დასკვნითი დოკუმენტის შესუსტების მცდელობაში.
XS
SM
MD
LG