Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ გადაკეტა პალესტინელთა ტერიტორიები


ისრაელის არმიამ გადაკეტა პალესტინელთა ტერიტორიები, დღეს საღამოს ებრაელთა დღესასწაულის - "იომ კიპურის" დაწყებამდე.

ისრაელის არმიამ გადაკეტა პალესტინელთა ტერიტორიები, დღეს საღამოს ებრაელთა დღესასწაულის - "იომ კიპურის" დაწყებამდე.
ბლოკადის შემოღების მიზეზია ისრაელის მთავრობის შეშფოთება, რომ პალესტინელმა ექსტრემისტებმა, შესაძლოა, თავდასხმები განახორციელონ ებრაელებისათვის წლის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულზე. საზღვრები გადაკეტილი დარჩება სულ ცოტა სამშაბათ დილამდე. დღესვე პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატის ორგანიზაცია ”მოძრაობა ფატაჰთან” დაკავშირებული გასამხედროებული დაჯგუფება დაიმუქრა, რომ თვითმკვლელი მოიერიშეების მორიგ თავდასხმებს მოაწყობს. ამის შესახებ დაჯგუფება ”ალ აქსას წამებულთა ბრიგადები” იუწყება საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესისათვის გაგზავნილ განცხადებაში. დაჯგუფება უარყოფს "მოძრაობა ფატაჰის" მოწოდებას ისრაელში სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ.
XS
SM
MD
LG