Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი მეამბოხეები ინგუშეთში საფარიდან თავს


ჩეჩენი მეამბოხეები ინგუშეთში საფარიდან თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო ავტომანქანას, მოკლეს 1 და დაჭრეს 2 რუსი ჯარისკაცი.

ჩეჩენი მეამბოხეები ინგუშეთში საფარიდან თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო ავტომანქანას, მოკლეს 1 და დაჭრეს 2 რუსი ჯარისკაცი.
ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა წუხელ განხორციელდა სოფელ გალაშკის მახლობლად, სადაც გასულ კვირაში რუს სამხედროებსა და 200-მდე ჩეჩენ მეამბოხეს შორის დიდი შეტაკება მოხდა. მას შემდეგ რუსეთის ჯარები 6 დღეა ბომბავენ რეგიონს და დაეძებენ გადარჩენილ მეამბოხეებს, რომლებიც მეზობელ ჩეჩნეთში გადასვლას ცდილობენ. მოსკოვს არაერთხელა აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ჩეჩენი მებრძოლები ინგუშეთში საქართველოდან ჩავიდნენ. ხოლო რუსეთის მასმედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ინგუშეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კიდევ 200 ჩეჩენმა მებრძოლმა გადაკვეთა და ამჟამად ინგუშეთისაკენ მიეშურება. მაგრამ რუსეთის სამხედრო სარდლობამ ეს ცნობა უარყო.
XS
SM
MD
LG