გამოფენა ხომ ევროპის ამ რეგიონისთვის დღემდე მეტად მტკივნეულ პრობლემას – ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ექსპოზიციის განსაკუთრებული ასპექტი კი ის გახლავთ, რომ ის აშუქებს არა გესტაპოსა და ესესელების, არამედ გერმანიის რეგულარული არმიის – ვერმახტის დანაშაულებს და ამით ერთგვარ ტაბუს ამსხვრევს. აქამდე გავრცელებული მოსაზრებით, ნაცისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ საზარელ ბოროტმოქმედებებში გერმანელ ჯარისკაცებს ხელი, პრაქტიკულად, არ ერიათ.
ექსპოზიციას, რომელიც ჰამბურგში მოქმედი სოციალური კვლევის ინსტიტუტში მომზადდა ისტორიკოსის, ბიზნესმენისა და მულტიმილიონერის, იან ფილიპ რეემტსმას თაოსნობით, უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. პირველად ის იმავე ჰამბურგში, 1995 წლის მარტში გამოიფინა და შემდეგ გერმანიისა და ავსტრიის კიდევ 16 ქალაქი, მათ შორის მიუნხენიც მოიარა. ასე გრძელდებოდა 1999 წლის ნოემბრამდე, ვიდრე პოლონელი და უნგრელი ისტორიკოსების ერთი აღმოჩენა აუცილებელს არ გახდიდა ექსპოზიციის მოხსნას: კერძოდ, გაირკვა, რომ ექსპონატების გარკვეული ნაწილი ვერმახტის კი არა, წითელი არმიის დანაშაულებს ასახავდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ისტორიული დოკუმენტების გადასინჯვა, რის შემდეგაც ექსპოზიცია ისევ დაუბრუნდა საგამოფენო დარბაზებს.
ლაპარაკია ასობით ფოტოსურათზე: ისინი გადაღებულია 1941-44 წლებში ვერმახტის ჯარისკაცებისა და ოფიციალური ფოტოგრაფების მიერ, აღმოსავლეთი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, და საზარელ სცენებს ასახავს: პარტიზანებისა და მძევლების ჩამოხრჩობას, ტყვეების წამებას, მშვიდობიან მოსახლეთა დეპორტაციას. გამოფენილია, აგრეთვე, გერმანელი ჯარისკაცების პირადი წერილები და მათთან ერთად ფსიქოლოგებისა და ისტორიკოსების სტატიები, რომლებშიც ავტორები მოძალადეთა მოტივაციის ახსნას ცდილობენ – ეს გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ახსნას და არა მოძალადეების გამართლებას! ექსპერტების სტატიებში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში გერმანელი ჯარისკაცების მხოლოდ მცირე ნაწილი, მონაწილეობდა; ზოგიერთი ვარაუდით, სულ 1 პროცენტი. მაგრამ ასეც რომ იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვერმახტი 18 მილიონ სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებდა, მისი ერთი პროცენტის გამოანგარიშებით შთამბეჭდავ ციფრს მივიღებთ: 150-დან 200 ათასამდე ჯარისკაცს...
გერმანელების ნაწილს უჭირს ამ აზრთან შეგუება: მათ დიდხანს სჯეროდათ, რომ არმია მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და არაფერი ესაქმებოდა ბოროტმოქმედებებთან, რომელთა მსხვერპლი სამოქალაქო პირები გახდნენ. შესაბამისად, ომის ვეტერანებისა და მათ შთამომავალთა ნაწილი გამოფენის ორგანიზატორებს ისტორიული სინამდვილის დამახინჯებაში ადანაშაულებს. გამოფენა მწვავე კრიტიკის საგანია იმის გამოც, რომ არ ჩანს შემდეგი გარემოება: ჯარისკაცებს არჩევანი არ ჰქონდათ, ისინი ომში იძულებით მონაწილეობდნენ...
[რალფ ჰორნბერგერის ხმა] ”იქნებ თქვათ, რომ ნაცისტმა მხეცებმა მამაჩემს ჰკითხეს – ხომ არ გსურთ ომში წასვლა, ბატონო ჰორნბერგერ, რათა გერმანული რასა მთელს მსოფლიოზე გაბატონდესო? იქნებ ასეთი შეკითხვით ვინმემ მაინც მიმართა მილიონობით გერმანელ ჯარისკაცს? მიპასუხეთ, ბატონო ორგანიზატორო! რატომ არ ეუბნებით თქვენი გამოფენის დამთვალიერებლებს, რომ გერმანელ კაცს, ოჯახის პატრონს, ამ ტერორისტულ რეჟიმთან შეწინააღმდეგების არავითარი შანსი არ ჰქონდა?”
ეს საყვედური ექსპოზიციის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, რალფ ჰორნბერგერმა წარმოთქვა ჩვენი რადიოს კორესპონდენტ როლანდ ეგლსტონთან საუბარში. ზოგი მოწინააღმდეგე კი საგამოფენო დარბაზთან ტრანსპარანტით მისულიყო: ”ბოლო მოეღოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცების ცილისწამებასო”, ეწერა ერთ-ერთ მათგანზე. არადა, როგორც გამოფენის ორგანიზატორები ირწმუნებიან, მათი მიზანი სულაც არ არის ვერმახტის არც დადანაშაულება და არც გამართლება. პრესმდივან ულრიკე იურაიტის თქმით, [ულრიკე იურაიტის ხმა] ”გამოფენა არავის უყენებს ბრალდებებს. მისი მიზანია, კრიტიკულად იქნეს გაანალიზებული ის ვითარება, რომელშიც გერმანელი ჯარისკაცები აღმოსავლეთის ფრონტზე აღმოჩნდნენ. თუმცა, არც მათ გამართლებას ვაპირებთ”.
ულრიკე იურაიტი ამბობს, რომ გერმანელების უმეტესობამ კარგად იცის, რაც მოხდა ნაცისტების დროს. მაგრამ არც ის არის საიდუმლო, რომ ვეტერანები ხშირად არაფერს უყვებოდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს ომში ნანახ ბოროტმოქმედებებზე. ამის გამო რიგითი გერმანელების ნაწილს მომხდარზე არასოდეს შეჰქმნია სრული წარმოდგენა და, შესაბამისად, ექსპოზიციის ახალგაზრდა დამთვალიერებლებზე მიუნხენში გამოფენილი ფოტოსურათები თუ ბარათები ნამდვილ შოკს ახდენს. ისინი, როგორც ულრიკე იურაიტი ამბობს, ჯერ ბრაზდებიან, ვერ იჯერებენ, რომ ამდენი წლის მანძილზე ტყუილებს ისმენდნენ. უფრო ღრმა ანალიზი კი მოგვიანებით იწყება, როცა იბადება შეკითხვა: მე როგორ მოვიქცეოდი ასეთ ვითარებაში, ან რიგით ჯარისკაცს წინააღმდეგობის გაწევისა თუ დაუმორჩილებლობის რა შანსი ჰქონდა დაუნდობელი რეჟიმის პირობებში?
ისე, ამ შეკითხვებზე ჩაფიქრება არც სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში, არც სხვა ერების წარმომადგენლებს გვაწყენდა.
ბოლოს დავამატებ, რომ 12 ოქტომბერს მიუნხენში გაიმართა გამოფენის მოწინააღმდეგეთა, მათ შორის ნეონაცისტთა დაახლოებით ათასკაციანი საპროტესტო აქცია. მაგრამ კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე, 3 ათასამდე კაცი, თვით ამ საპროტესტო გამოსვლას გამოუჩნდა, ამიტომ პოლიციას ორივე მხარის შეჩერება მოუხდა. რამდენიმე საათით დააპატიმრეს 27 დემონსტრანტი – მათ შორის 9 მემარჯვენე ექსტრემისტი.