Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენელი, ახმედ ზაკაევი


ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენელი, ახმედ ზაკაევი შიშობს, რომ მას, რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, წამება ან სიკვდილი მოელის.

ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენელი, ახმედ ზაკაევი შიშობს, რომ მას, რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, წამება ან სიკვდილი მოელის.
ზაკაევი ბრიტანეთში იმყოფება და მოელის გადაწყვეტილებას ექსტრადიციის საკითხზე მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ თავდებით იქნა გათავისუფლებული. ის გასულ კვირაში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებით რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ზაკაევმა რადიო "BBC"-თან ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთში მას წამება ან სიკვდილი მოელის. გარდა ამისა, ზაკაევი ფიქრობს, რომ მისი ექსტრადიცია ბევრის თვალში იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ბრიტანეთი სოლიდარობას უცხადებს რუსეთს ჩეჩნეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ზაკაევი გამოვიდა მოწოდებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერიონ ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებაში.
XS
SM
MD
LG