Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიმ ნიუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ


"პრაიმ ნიუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას,

"პრაიმ ნიუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას,
თუმცა ფედერაციისაგან მეზობელი ქვეყნებისადმი საერთაშორისო ვალდებულებათა დაცვას მოითხოვს.
ბურჯანაძემ სამშაბათს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ იგი მიზანშეწონილად თვლის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ რამდენიმე ხნის წინ მიღებულ დადგენილებას, რომლითაც რეკომენდაცია გაუწიეს აღმასრულებელი ხელისუფლებას, რათ მხარი არ დაეჭირა რუსეთის ორგანიზაციაში შესვლას, სანამ არ გადაწყდება ის საკითხები, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიების გავლით რუსეთიდან საქართველოს ბაზარზე, საქონლის შემოღწევას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG