Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს


სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. როგორც სარდლობის წარმომადგენელმა, ამერიკელმა გენერალმა როჯერ კინგმა განაცხადა, ქვედანაყოფს იმ დროს გაუხსნეს ცეცხლი, როცა ტერიტორიას ათვალიერებდა ქალაქ სპინ ბოლდაქის შემოგარენში, სადაც შეიარაღებული შეტაკებები მოხდა ამას წინათ. დღესვე, მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების ბაზის მახლობლად, ქაბულში, სამი აფეთქება მოხდა; არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG