Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის


საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე,

საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე,
რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტს უკავშირდება და ეხება ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და უშიშროების საკითხებს. ამის შესახებ ჟენევაში გამართული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა გაეროს პრეს-მდივანმა ჰუა ძიანმა. მისი განმარტებით, რეკომენდაციებს საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლებს წარუდგენს გაეროს საგანგებო წარგზავნილი ჰაიდი ტალიავინი. რეკომენდაციების შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც გაეროდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG