Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა


თურქმენეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუნებრივი გაზის სექტორში 25 წლით თანამშრომლობის შესახებ.

თურქმენეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუნებრივი გაზის სექტორში 25 წლით თანამშრომლობის შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, შეთანხმება, რომელიც საფარმურატ ნიაზოვმა და ვლადიმირ პუტინმა დღეს მოსკოვში გააფორმეს, ითვალისწინებს რუსეთის მიერ თურქმენული გაზის შესყიდვას, ინვესტირებას თურქმენეთის გაზის საბადოების ათვისებაში და ერთობლივ ძალისხმევას გაზის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. ორმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას უშიშროების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ოქმს შარშან დადებული "მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების" რატიფიცირების შესახებ. ნიაზოვის დღეს დაწყებულმა ორდღიანმა ვიზიტმა მოსკოვში საპროტესტო გამოსვლა გამოიწვია: თურქმენეთის საელჩოსთან შეკრებილმა დახლოებით 30-მა ადამიანმა გააკრიტიკა თანამშრომლობა ნიაზოვთან, რომელსაც ადამიანის უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG