ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, დააკავეს ერაყის ყოფილი ხელისუფლების კიდევ სამი წარმომადგენელი, რომლებიც ძებნილთა სიაში იმყოფებოდნენ. ესენი არიან: აბდ ალ-თავაბ მულა ჰუვაიში -
სადამ ჰუსეინის სამხედრო მრეზველობის უწყების დირექტორი, ის ძებნილთა სიაში მე-16 გახლდათ; მეორე დაკავებულია თაჰა მუჰილ ალ დინ მარუფი, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და რევოლუციური სარდლობის საბჭოს წევრი და მესამე გახლავთ მიზბან ხადრ ჰადი, რომელიც ბაათის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამხედრო მეთაური იყო. ამერიკელი სამხედროები არ აზუსტებენ სად და რა ვითარებაში აიყვანეს სადამ ჰუსეინის გუნდის წევრი ეს სამი პირი. პარასკევსვე ერაყის პოლიციამ აიყვანა აგრეთვე ორი პირი, რომლებიც გასულ თვეში ქალა ნაჯაფში შიიტი სასულიერო ლიდერის საიედ აბდულ მაჯიდის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.