Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ალჟირის


გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ალჟირის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკეს მიმართა თხოვნით

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ალჟირის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკეს მიმართა თხოვნით
- ყოველი ღონე იხმაროს საჰარის უდაბნოში ორი თვის წინათ დაკარგული ტურისტების გასათავისუფლებლად. ვარაუდობენ, რომ ტურისტები - ისლამისტმა ექსტრემისტებმა გაიტაცეს. დაკარგულთა შორის 15 - გერმანიის მოქალაქეა. დანარჩენი 16 - ავსტრიის, შვეიცარიის, შვეციისა და ჰოლანდიის მოქალაქეებია. ალჟირში გერმანიისა და ავსტრიის სპეცსამსახურების თანამშრომლები ჩავიდნენ. დაკარგულ ტურისტებს ათასობით ალჟირელი სამხედრო მოსამსახურე დაეძებს.
XS
SM
MD
LG