Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი 52 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 31-ს


რუსეთი 52 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 31-ს დაკეტავს ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვრებზე ატიპიური პნევმონიის, ანუ SARS-ის ვირუსისაგან თავის დასაცავად.

რუსეთი 52 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 31-ს დაკეტავს ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვრებზე ატიპიური პნევმონიის, ანუ SARS-ის ვირუსისაგან თავის დასაცავად.
რუსეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელ გენადი ონიშენკოს განცხადებით, ბევრი საკონტროლო გამშვები პუნქტი განაგრძობს მუშაობას, მაგრამ მომცრო პუნქტები დროებით დაიხურება. რუსეთმა განაცხადა აგრეთვე, რომ გამოჰყოფს დაახლოებით 1,5 მილიონ დოლარს ქვეყნის ტერიტორიაზე SARS-ის ლაბორატორიების გასახსნელად. ხოლო დღეს ჩინეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, SARS-ით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 4-ით, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 52-ით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG