იტალიის პოლიციამ მილანში ჩაატარა მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია, რომლის შედეგად დაკავებულ იქნა საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი.
მილანსა და მის გარეუბნებში პოლიციის 170-ზე მეტმა თანამშრომელმა ორმოცამდე შენობა გაჩხრიკა. დაკავებულები - ხუთი ტუნისელი და ერთი მაროკოელი - ეჭვმიტანილი არიან ალჟირის სალაფისტთა ისლამური დაჯგუფების დაფინანსებაში. წელიწადნახევრის წინათ ეს ორგანიზაცია გაერომ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.