Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებული ცნობების თანახმად, რვა რუსი


მიღებული ცნობების თანახმად, რვა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში

მიღებული ცნობების თანახმად, რვა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე სხვადასხვა ინციდენტში. ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ მათზე ჩეჩენი მეამბოხეების თავდასხმებისა და ნაღმების აფეთქების შედეგად. ფედერალური ძალების სარდლობის ინფორმაციით, განვლილი 24 საათის მანძილზე მოკლულ იქნა 11 სეპარატისტი მებრძოლი. ამასობაში, სოფელ გიკალოში, 150-მდე დემონსტრანტმა (უმეტესწილად ქალებმა) საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები ე.წ. "წმენდის" ოპერაციის დროს დაკავებული ათი თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG