Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეიმუშავა


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეიმუშავა ქალაქ მაზარ-ი-შარიფის დემილიტარიზაციის გეგმა.

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეიმუშავა ქალაქ მაზარ-ი-შარიფის დემილიტარიზაციის გეგმა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ალი აჰმად ჯალალის თქმით, ეთნიკური უზბეკი საველე მეთაური, გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმი და ეთნიკური ტაჯიკი სარდალი უსტად ატა მოჰამადი მიემხრნენ გეგმას, რომელიც მაზარ-ი-შარიფიდან მათი მეომრების გაყვანას ითვალისწინებს. ამ ორ, ერთმანეთში მოქიშპე დაჯგუფებას შორის შეტაკებები არაერთხელ მომხდარა მაზარ-ი-შარიფსა და მის შემოგარენში მას შემდეგ, რაც 2001 წელს თალიბანის რეჟიმი დაემხო. ასევე ხუთშაბათს ჯალალი იუწყებოდა, რომ პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კვირაში სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაჰარის მეჩეთში აფეთქებასთან კავშირში.
XS
SM
MD
LG