Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო შეხვედრაზე ჟენევაში უშიშროების საბჭოს


საგანგებო შეხვედრაზე ჟენევაში უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი-ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

საგანგებო შეხვედრაზე ჟენევაში უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი-ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
განიხილეს შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ერაყში, გაეროს ეგიდით შექმნილი, მაგრამ ამერიკის სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას ითვალისწინებს. რეზოლუცია მოუწოდებს ამასთანავე გაეროს წევრ-ქვეყნებს გაინაწილონ ერაყის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ "გამხნევებულია" ჟენევაში გამართული შეხვედრით, თუმცა აღიარა ამასთანავე, რომ მხარეებს შორის კვლავაც მოუგვარებელი რჩება რამდენიმე საკითხი. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი ერთი აზრისაა იმაში, რომ ერაყში ძალაუფლება, ერაყელ ხალხს უნდა გადაეცეს "რაც შეიძლება მალე".
XS
SM
MD
LG