Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართა ბრიტანეთისა და


დღეს გაიმართა ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრების, ტონი ბლერისა და ხოსე მარია ასნარის შეხვედრა.

დღეს გაიმართა ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრების, ტონი ბლერისა და ხოსე მარია ასნარის შეხვედრა.
ერაყის საკითხში აშშ-ის ამ, მთავარი მოკავშირეების შეხვედრის მთავარი თემა იყო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ერაყის რეკონსტრუქციის საქმეში. დღევანდელი მოლაპარაკება ბლერის აგარაკზე მოჰყვა ბლერის გუშინდელ შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან და გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან. შირაკი და შრიოდერი ერაყში ომის მთავარი ევროპელი მოწინააღმდეგები იყვნენ. ბერლინში გამართული შეხვედრა დამთავრდა სამი მონაწილის ერთობლივი მოწოდებით, მალე გადაეცეს ძალაუფლება ერაყელებს და გაიზარდოს გაეროს როლი ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG