Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა პროგრამა, რომელშიც


რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა პროგრამა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი 2 საათის მანძილზე პასუხობდა თანამემამულეების შეკითხვებს.

რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა პროგრამა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი 2 საათის მანძილზე პასუხობდა თანამემამულეების შეკითხვებს.
ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში გადაცემულ პროგრამაში დაადასტურა, რომ აპირებს მომავალი წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმას. მანვე უარყო ვარაუდები, თითქოს მოისურვებს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადითაც დარჩენას. პუტინი მრავალ საკითხს შეეხო: მათ შორის გააკრიტიკა აშშ გაეროს ნებართვის გარეშე ერაყში ომის დაწყების გამო. მისი თქმით, სადამ ჰუსეინი არ მფარველობდა საერთაშორისო ტერორისტებს და ამიტომ ერაყი არ არის კავშირში ტერორიზმის წინააღმდეგ ომთან, რომელშიც რუსეთი მხარს უჭერს შეერთებულ შტატებს. [პუტინის ხმა] "ჩვენ არა ვართ დაინტერესებული ამერიკის წარუმატებლობით საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან ჩვენ ამერიკის პარტნიორები ვართ". პუტინის ამ ტელეგამოსვლას მოჰყვა მისი შეხვედრა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილ ჯეიმს ბეიკერთან, რის შემდეგაც პუტინმა აღნიშნა, რომ მზად არის, შეუდგეს მოლაპარაკებას ერაყის ვალების შეკვეცის საკითხზე. მოსკოვში ვიზიტით მთავრდება ბეიკერის მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში იმ მიზნით, რომ ევროპელი ლიდერები დაიყოლიოს ერაყის ვალების რესტრუქტურიზაციაზე, ან ჩამოწერაზე.
XS
SM
MD
LG