Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა


შეერთებულმა შტატებმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა,

შეერთებულმა შტატებმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა,
რომ ქვეყანაში ეგრედ წოდებული "ძროხის ცოფით" დაავადების პირველი შემთხვევა აღირიცხა. სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ანნ ვენემანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა [ანნ ვენემანის ხმა]: "დღეს ჩვენ მივიღეთ შეტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული ვეტერინარული სამსახურის აიოვას შტატის ქალაქ ამესში მდებარე ლაბორატორიებიდან, რომ ერთ ძროხას ვაშინგტონის
შტატიდან "ძროხის ცოფის" სახელით ცნობილი დაავადების სიმპტომი აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ ჩვენი სურსათის უსაფრთხოებაში." იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რომლებიც ამერიკული საქონლის ხორცის ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, აგრეთვე რუსეთმა, სინგაპურმა და ტაივანმა დროებით აკრძალეს შეერთებული შტატებიდან საქონლის ხორცის იმპორტი. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს დღესვე მალაიზიამ, ჰონკონგმა, თაილანდმა და ავსტრალიამაც. ევროპის კავშირმა, ჩინეთმა, კანადამ და ფილიპინებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას და ალბათ ასევე აკრძალავენ შეერთებული შტატებიდან საქონლის ხორცის იმპორტს.
XS
SM
MD
LG