Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბონში გრძელდება განახლებადი ენერგიის საკითხებისადმი


ბონში გრძელდება განახლებადი ენერგიის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

ბონში გრძელდება განახლებადი ენერგიის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
ლაპარაკია ქარის, მზის, წყლის და სხვა არასაწვავი ენერგიის წყაროებზე. დღეს, კონფერენციის მესამე დღეს გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიით სარგებლობის მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო უშიშროების განმტკიცებას: [შრიოდერის ხმა] "ნავთობზე გლობალური ეკონომიკის ცალსახა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო ტერორიზმის საფრთხის მატებას. ამიტომ განახლებადი ენერგიით სარგებლობა გონივრულია არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უშიშროების თვალსაზრისითაც მთელს მსოფლიოში". შრიოდერის თქმით, მოვლენები ერაყში და საუდის არაბეთში გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მარტო ნავთობით - ენერგიის რაც შეიძლება მრავალფეროვანი წყაროებით სარგებლობა. კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეო-მიმართვაში ამავე საკითხზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა.
XS
SM
MD
LG