Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილის მთავრობები გაწბილებული არიან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილის მთავრობები გაწბილებული არიან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით,
რომლებმაც გვიჩვენა, რომ მმართველი პარტიები პოპულარობით არ სარგებლობენ. ხელისუფლებაში მყოფმა პარტიებმა მხოლოდ სამ ქვეყანაში მოიპოვეს წარმატება: ესპანეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში. ყველაზე მწარე მარცხი იწვნიეს სოციალ-დემოკრატებმა გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში და მემარჯვენე-ცენტრისტებმა - საფრანგეთში. გერმანიაში სოციალ-დემოკრატთა მარცხის მიუხედავად, კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ მომავალშიც განაგრძობს არაპოპულარული რეფორმების გატარებას სოციალურ სფეროში.[გერჰარდ შრიოდერის ხმა] "უნდა გავაგრძელოთ და გავაგრძელებთ კიდეც ჩვენს პოლიტიკას რეფორმების სფეროში, რადგან არსებობს ამის ობიექტური აუცილებლობა. პირადად მე ყველაფერს ვიღონებ, რათა ეს პოლიტიკა გაგრძელდეს. მოგვიწევს ყველა ძალის მობილიზება საიმისოდ, რათა მხარდაჭერა მოვიპოვოთ." წინასწარი მონაცემებით, 732-ადგილიან ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები 250-ზე მეტ მანდატს მიიღებენ, ხოლო სოციალისტები - 200-ზე ოდნავ მეტს.
XS
SM
MD
LG