Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი მოულოდნელობა: რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დატოვეს. ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის 30 ივნისის სხდომაზე საბოლოოდ დადასტურდა ის, რის შესახებაც საუბარი ჟურნალისტურ თუ პოლიტიკურ კულუარებში დიდი ხანია მიმდინარეობს -

რესპუბლიკური პარტიის ოთხმა წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა. მიზეზად რესპუბლიკელები აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს და აჭარის სტატუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. უმრავლესობის წევრების აზრით, ეს არგუმენტები მხოლოდ საბაბია და რესპუბლიკელები უმრავლესობის დატოვებას დიდი ხანია გეგმავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე სინანულს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და რესპუბლიკელების დამოუკიდებელ მონაწილეობას აჭარის არჩევნებში პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.
რა არის რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციაში გადასვლა - კარგად გათვლილი სტრატეგიის შედეგი, დასანანი გაუგებრობა თუ პოლიტიკური შეცდომის რეზულტატი? - ამ თემაზე საუბრობს რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

(იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG