Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად


ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექვსი შეირაღებული პალესტინელი მოკლეს დღეს მდინარე

ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექვსი შეირაღებული პალესტინელი მოკლეს დღეს მდინარე
იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ტულკარემში.
ქალაქ ღაზასთან დღესვე სარაკეტო ცეცხლი გაუსხნეს ისრაელის შვეულმფრენებმა “ჰამასის” გაერთიანების აქტივისტის სახლს. დაიჭრა 4 კაცი, თვითონ სახლის პატრონი არ დაშავებულია. დღესვე ისრაელის ჯარი შევიდა ქალაქ ბეით ჰანუნში, სროლისას დაიჭრა ერთი პალესტინელი. პალესტინელთა ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებას დღეს რაკეტა ესროლეს, დაიჭრა სულ მცირე 4 ადამიანი. ისრაელში 130 ათასამდე ისრაელმა დღეს 90 კილომეტრიანი “ცოცხალი ჯაჭვი” გააკეთა ისრაელის პრემიერის არიელ შარონის გეგმის მიმართ პროტესტის ნიშნად, გაიყვანოს ღაზის სექტორიდან ჯარი და ებრაელთა დასახლებები.
დღესვე პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა უარყო, რომ მის წინაღმდეგ ამბოხს აქვს ადგილი. ეს არაფატმა მას შემდეგ, თქვა, რაც გუშინ ავტონომიის შენობა მცირე ხნით შეირაღებულმა ნიღბიანმა პირებმა დაიკავეს.
XS
SM
MD
LG