Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს ჩრდილო


ავსტრალია ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები.

ავსტრალია ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა ფხენიანში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხემძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ხედავს "მოლაპარაკებების პროცესში ზოგიერთი ახალი არსებითი ელემენტის შეტანის" შესაძლებლობას. დამატებითი დეტალები მას არ დაუსახელებია. ავსტრალია უშუალოდ არ მონაწილეობს ექვსი სახელმწიფოს - კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთი კორეის, შეერთებული შტატების, იაპონიის, რუსეთისა და ჩინეთის - მოლაპარაკებებში. ვაშინგტონი ფხენიანისგან მოითხოვს ბირთვულ იარაღზე მუშაობის უპირობო შეწყვეტას. თავის მხრივ, ფხენიანი მოითხოვს უშიშროების გარანტიებს და მნიშვნელოვან ფინანსურ კომპენსაციას.

XS
SM
MD
LG