Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ გახდება, თუმცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ გახდება, თუმცა
"ნაციონალებისა" და "დემოკრატების" ერთიანი პოლიტიკური საპარლამენტო გუნდის წევრი იქნება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ პრეზიდენტის პოზიცია პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრისთვის უკვე ცნობილია. "ვისაც აქვს სურვილი, გაწევრიანდება, ვისაც არა - არ გაწევრიანდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაუწევრიანებელი ადამიანები "ნაციონალებისა" და "დემოკრატების" გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრები არ იქნებიან"- აღნიშნა მან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ხვალ სპორტის სასახლეში გაიმართება. მასზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" გაერთიანების ოფიციალური და იურიდიული გაფორმება იგეგმება.
XS
SM
MD
LG