Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის ცამეტმა სტუდენტმა დღეს


სამედიცინო კოლეჯის ცამეტმა სტუდენტმა დღეს შიმშილობის აქცია დაიწყო.

სამედიცინო კოლეჯის ცამეტმა სტუდენტმა დღეს შიმშილობის აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უქმდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის არსებული პრივილეგია, უგამოცდოდ ჩაირიცხონ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კოლეჯში სწავლის სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ. სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ აქვთ უფლება უგამოცდოდ შევიდნენ უნივერსიტეტში. მაგრამ უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონი, რომელიც შარშან დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო , ამ პრივილეგიას არ ითვალისწინებს. კოლეჯის სტუდენტებმა შიმშილობის აქციის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უშედეგოდ დასრულდა ორკვირიანი საპროტესტო აქცია. განათლების სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა.
XS
SM
MD
LG