- ამ საკითხის გასარკვევად ოთხშაბათს გორში დევნილები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
დღემდე მეტ-ნაკლებად ცნობილ ინიციატივებს შეემატა კიდევ ერთი, ცხინვალში მომზადებული კონცეფცია, რომლის ტერმინოლოგია საკმაოდ რადიკალური აღმოჩნდა.
მოგითხრობთ შეხვედრაზე, რომელსაც მისი მონაწილენი ემოციურსა და საინტერესოს უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც 3 თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ოს მოქალაქეებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა და შესაბამისი კონცეფციების შემუშავება არასამთავრობო სექტორსაც სთხოვა, რამდენიმე გეგმა გამოქვეყნდა. თავად სახელისუფლებო ინიციატივა კი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ვებსაიტზე გაჩნდა. ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს მიაჩნიათ, რომ მათ ინტერესებს არც ერთი კონცეფცია არ ითვალისწინებს. მთავარი, რაც დევნილებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ტერმინი “სამხრეთ ოსეთია”. გორში გამართული შეხვედრა საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა, რასაც მისი ერთ-ერთი მონაწილე, ქართულ-ოსური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იბერიონის” ხელმძღვანელი მაია ცაბოშვილი წლების განმავლობაში დაგროვილი პასუხგაუცემელი შეკითხვებითა და გაურკვევლობით ხსნის:
[მაია ცაბოშვილის ხმა] ,,ამ ადამიანებს, რომლებიც არიან გარკვეულწილად ტრავმირებულნი კონფლიქტის შედეგად, ბევრი კითხვები აქვთ დაგროვილი. ყოველ კონკრეტულ წინადადებაზე არის საჭირო ახსნა და განმარტება.” (სტილი დაცულია)
როგორც ირკვევა, პრეზიდენტ სააკაშვილის ესა თუ ის ინიციატივა, მიუხედავად სპეციალური გაზეთებით მისი პოპულარიზაციისა, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე პრაქტიკულად არ ასახულა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხოლოდ ვებსაიტით გამოქვეყნებული გეგმის შინაარსი გააცნეს დევნილებსა და ოს მოსახლეობას.
დევნილებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა ბოლო კონცეფცია, რომელიც ცხინვალში მომზადდა და რომლის შინაარსსაც გორში გამართული შეხვედრისას ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაური გაეცნო:
[გოგა აფციაურის ხმა] ,,ეს კონცეფცია სავსეა ისეთი ტერმინებით, როგორიცაა ,,ქართული ფაშიზმი,” ,,ზვიად გამსახურდია - ფიურერი.” ერთადერთ წინგადადგმულ ნაბიჯად დევნილები აცხადებენ იმას, რომ ოსები უარს ამბობენ 1992 წლის რეფერენდუმზე რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელსაც ოსურმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა. ისინი აცხადებენ, რომ 10 წლის განმავლობაში იზრუნებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე, ხოლო ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა უნდა აღიაროს როგორც ფაშიზმის მსხვერპლი სახელმწიფო.” (სტილი დაცულია)
ამ კონცეფციის ავტორია ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველი ყოჩიევი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს, თუმცა მის გეგმას დევნილები არა დამოუკიდებელ, არამედ კოკოითის ხელისუფლების ინიციატივად აფასებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, ასევე ადგილობრივი ოსები კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებას ემხრობიან. ამას ადასტურებს ის სპეციალური გამოკითხვა, რომელიც ორგანიზაცია “ქართულ-ოსურმა კავშირმა” ჩაატარა და შედეგებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოაქვეყნებს. მაია ცაბოშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს:
[მაია ცაბოშვილის ხმა] ,,ამ ადამიანებს შორის პიროვნულ დონეზე არის სრული ურთიერთგაგება. არის კიდევ მზაობა თანამშრომლობისათვის ამ ეტაპზე და მომავალშიც. ეს არის ის პოტენციალი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ და, რაც მთავარია, ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს.” (სტილი დაცულია)
ხელისუფლების მიერ დეკლარირებული სამშვიდობო ინიციატივის კონკრეტული შინაარსით შევსების აუცილებლობაზე საუბარი იყო პრეზიდენტისადმი საზოგადოების წარმომადგენელთა ამასწინანდელ მიმართვაშიც. მისი ავტორები, პროცესის გააქტიურების მიზნით, ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობდნენ, თუმცა საპასუხო რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა. ხუთშაბათს ცხინვალის რეგიონში ჩასვლას გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი, სავარაუდოდ, სამშვიდობო ინიციატივაზეც მოუწევს.