თუმცა ექსპერტები სტრატეგიული პარტნიორობის ქვეტექსტში იმ ეკონომიკურ სარგებლობაზეც საუბრობენ, რაც მაღალი სტუმრის თბილისური ვოიაჟიდან შეიძლება მივიღოთ. გამოიწვევს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ზრდას და როგორ იმოქმედებს ზესახელმწიფოს ლიდერის თბილისური სტუმრობა ეკონომიკურ პროცესებზე?
საქართველო, აშშ-ის მხრიდან ერთ სულ მოსახლეზე მიღებული დახმარების ოდენობით, დღემდე ლიდერ ქვეყნად რჩება. ამ ფაქტს აქამდე დიდი სიამაყით ახსენებდა ხოლმე საქართველოს ხელისუფლება. მზარდი დახმარება აშშ-ის ადმინისტრაციის, უდავოდ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, თუმცა ქვეყნის რომელიმე სხვა სახელმწიფოს - თუნდაც ზესახელმწიფოს - ”მოწყალების” იმედად ყოფნა, არა გვგონია, დიდად საამაყო იყოს.
ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ საქართველოში მილიარდ დოლარამდე დახარჯა, თუმცა ეს თანხა არ გახლდათ ინვესტიცია და უფრო ინფრასტრუქტურული დახმარების ფორმა ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკისათვის, უდავოდ, მნიშვნელოვან მახასიათებელს, კაპიტალდაბანდებებს, ამ მხრივაც შეერთებული შტატები ერთ-ერთი მოწინავე იყო. 2005 წლამდე საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია ეკუთვნოდა ამერიკულ კომპანია ”ეი-იე-ეს კორპორეიშენს”, რომელმაც 1998 წელს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია, ”თელასი”, 25 მლნ. აშშ დოლარად შეიძინა. თუმცა ამერიკულმა კორპორაციამ ქართულ ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა და თავისი ბიზნესი თბილისში დატოვა. სიმბოლურია, რომ ამერიკელები ”თელასში” რუსულმა ენერგოგიგანტმა ”რაო ეესმა” ჩაანაცვლა. 1998 წლის შემდეგ 2005 წლამდე საქართველოში ამ ოდენობის ინვესტიცია არ განხორციელებულა.
საინტერესოა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვას ბოლო წლებში ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2004 წელს ამერიკულმა იმპორტმა საქართველოში 111 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2003 წლისთვის 90 მილიონი იყო. ზრდის ტენდენცია შეინიშნება სქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებით. 2004 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ იქნა 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი საქონელი, ხოლო 2003 წელს ეს მაჩვენებელი 15 მლნ. დოლარი იყო.
ამერიკული ინვესტიციების სიმწირეს საქართველოში ეკონომიკური ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ხსნის რამდენიმე ფაქტორით, რომელთა შორის უმთავრესი სერიოზული ტექნიკურ-ეკონომიკური შეთავაზების დეფიციტი და ამ ინვესტიციების დაზღვევის და დაცულობის დაბალი გარანტიები იყო. სანდრო თვალჭრელიძე ვარაუდობს, რომ, ამ მხრივ, სიტუაცია ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდგომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”მე მეჩვენება, რომ ეს სიტუაცია მთლიანად შეიცვლება ბუშის ვიზიტის შემდეგ, იქნება აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუ საქართველო მომზადებული დახვდა ამას, თუ შესთავაზა კარგი პროექტები და თუ აშშ-ის ინვესტორების ინტერესები იქნება კანონით დაცული, მაშინ არაფერი შეეწინააღმდეგება ამერიკული ფულის შემოდინებას საქართველოში.”
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ამა თუ იმ ქვეყანაში არ გახლავთ ორდინარული მოვლენა და თუ ზესახელმწიფოს ლიდერი საქართველოს მიმართ ამგვარ პოლიტიკურ მხარდაჭერას ამჟღავნებს, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ეკონომიკური სიტუაციისთვისაც გადამდები აღმოჩნდება.